პროექტის სახელწოდება: ენა და საზოგადოება.
მთავარი თემა: საჭიროა ენის სიწმინდის დაცვა?
პროექტის აქტუალობა: უცხო ენებიდან უამრავი ახალი სიტყვა შემოდის ენაში და მკვიდრდება, თუმცა საჭიროების გარდა უხვად მოიძებნება ისეთი სიტყვებიც რომელთა შესატყვისიც ენში არსებობს. ამჯერად, ენა იტვირთება ბარბარიზმებითა და ჟარგონებით, რაც ენას აბინძურებს და საფრთხეს უქმნის მის შემდგომ განვითარებას, დახვეწას.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი
კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განვითარებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და მართლმეტყველებას.
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას,
პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას და დამოკიდებულელებას მშობლიური ენისადმი.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ თემასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მასალის მოძიებას, (ბიბლიოთეკა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები).
კითხვის სტრატეგიების დაუფლებას, ზეპირი გამოსვლისთვის ტექსტის შედგენას. განუვითარდებათ ურთირთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარი.
შეძლებენ საკუთარი აზრის გადმოცემას, როგორც წერილობით ისე ზეპირად. გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი და ისწავლიან გამართულ მეტყველებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, პრესა, რადო, ტელევიზია, კომპიუტერი, ლექსიკონები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებს გავყოფ სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მივცემ საჭირო დავალებას, მითითებებს, როგორ იხელმძღვანელონ და მოიძიონ საჭირო მასალები თემასთან დაკავშირებით.
I - ჯგ. ქართული ენის წარმოშობა და განვითარება.
II- ჯგ. საზოგადოების როლი ენის განვითარებასა და სიწმინდის დაცვაში, წარსულში და დღეს.
III- ჯგ. ჩაწერონ ის უცხო სიტყვები და გამოთქმები, რომლებსაც წაიკითხავენ პრესის საშუალებით სხვადასხვა სტატიებში, ან მოისმენენ რადიოსა თუ ტელევიზიაში.
მოძებნონ სწორი ფორმები და გააკეთონ ახსნა განმარტებები (ნეოლოგიზმების, ბარბარიზმების, ჟარგონების.)
შეადგინონ მცირე განმარტებითი ლექსიკონი კედლის გაზეთის სახით.
მონიტორინგი:
პერიოდულად დავაკვირდები მოსწავლეებს როგორ მუშაობენ პროექტზე, მივცემ სწორ მიმართულებას, ახსნა განმარტებებს და ბოლო დღეს მოვაწყობ განხილვას, როგორ იმუშავეს, შეძლეს თუ არა დასახული მიზნის მიღწევა. თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, გავმართავ დისკუსიას. მოსწავლეები გადაწყვეტენ პრობლემას საკუთარი მოსაზრებების შესაბამისად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენისა და ლითერატურის სწავლებასთან სკოლაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ციალა შალვაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: cshalvashvili@gmail.com